This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს:

მიხეილ ჩხენკელი: „ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. სწორედ თქვენ მიერ გაზიარებულ ცოდნაზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. მინდა წარმატება გისურვოთ ამ უმნიშვნელოვანეს, ურთულეს და საპატიო პროფესიაში!  გისურვებთ კიდევ მრავალი ღირსეული თაობის აღზრდას, რასაც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებით.

ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი - ხარისხიანი განათლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომაც მინდა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, რაც მათ წარმატებული გზის არჩევაში დაეხმარება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მადლობას გიხდით იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ეწევით და ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე“.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news