This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-18 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 57 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიური მსოფლიოსთვის არსებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ საქართველოში პანდემიის პირობებში შექმნილი ის პროექტები გააცნო, რომლებიც სისტემის განუყოფელ ნაწილად იქცა.  მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ Covid-19-ის პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და მეცნიერულ პროგრესს მიეცა დასაბამი. 

მიხეილ ჩხენკელი: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ დისტანციური სწავლების ფორმატზე სწრაფად გადასვლა  შეძლო და საგანმანათლებლო სივრცეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და პლატფორმები შესთავაზა. დაიწყო ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. აღნიშნული პროექტები სისტემაში დარჩა და მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მჯერა, რომ პანდემია უნდა განიხილებოდეს როგორც შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ და  პოზიტიურ ტენდენციებს აჩენს“.

STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 2-5 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news