This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა უკრაინის დელეგაციასთან უნივერსიტეტებში ინკლუზიური განათლების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) უკრაინის ოფისის წარმომადგენლები შედიან. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს უმაღლესი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის კუთხით თავიანთი ქვეყნების გამოცდილება.

დელეგაციის წარმომადგენლებმა უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრეს, კერძოდ, ქართულ მხარეს სსსმ და შშმ პირების მხარდაჭერის კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნეს, რაც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებს შორის ტრანზიციის პროგრამების განვითარებას, რეგიონული დაფარვის უზრუნველყოფასა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ბოლო წლებში განვითარდა სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში  საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სრული საგრანტო დაფინანსებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები. 2019 წლიდან კი სოციალურ პროგრამას  კიდევ ერთი კატეგორია დაემატა, კერძოდ, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები.

ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ განათლებისა და მეცნიერების განვითარების 10 წლიანი გაცხადებული გეგმის შესაბამისად, სამინისტროს პრიორიტეტია უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სისტემური მართვის მექანიზმების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული სახელმწიფო, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news