This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

„შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ - ნუნუ მიცკევიჩი თსუ-სა და EPLO-ს ერთობლივი პუბლიკაციის პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის ერთობლივი პუბლიკაციის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ პრეზენტაციაზე სიტყვით  წარდგა. ახალ გამოცემაში თავმოყრილია ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ მოწყობასა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ მექანიზმებს შეეხება.

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი სტრატეგიაში ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, აღნიშნული პუბლიკაცია მნიშვნელოვანი წყარო გახდება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვისა და მკვლევრებისთვის, რადგან მასში გაწერილია არაერთი პრაქტიკული რეკომენდაცია.

ახალ გამოცემაში განხილულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებული ქვეყნების პერსპექტივიდან ევროკავშირსა და მის ევროპულ სამეზობლოს შორის ურთიერთობები; ამასთანავე, შედარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოების, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესები და იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირის გაფართოების პროცესში ჩართვის პრაქტიკულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მასში ასევე აღწერილია ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო და ადმინისტრაციული კომპეტენციები კანონშემოქმედებით სფეროში და პრაქტიკულ ჭრილში არის განმარტებული ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტების როლს.

საქართველოში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში დაარსდა და ევროპის საჯარო სამართლის პრინციპებისა და საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას უწყობს ხელს.

რეგიონული წარმომადგენლობა წარმოადგენს ერთგვარ ფორმატს, სადაც ევროპელი ექსპერტების, მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ჩართულობით განხორციელდება კვლევები, ტრენინგები, შეიქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, საჯარო სამსახურებისთვის იმ საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირდება. სამუშაო პროცესში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მეცნიერები, მკვლევრები და პრაქტიკოსები.

EPLO-ს წარმომადგენლობა ასევე ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე პროფესიული და კვალიფიციური საჯარო დისკუსიების, ლექციების, სემინარების წარმართვას, რაც ევროპული ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოში.

 

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news