This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ალექსეი შკურატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ფარგლებში ესტუმრა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 2017 წელს ხელმოწერილი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გააქტიურებული თანამშრომლობით; ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მალე მომზადდება და ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაზე Horizon Europe და მასში  საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news