This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა განათლების მსოფლიო ინოვაციების სამიტში მიიღო მონაწილეობა

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა განათლების მსოფლიო ინოვაციების სამიტის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა მრგვალ მაგიდაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც წელს მეათედ იმართება.

ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მრგვალი მაგიდის მოწყობისთვის და დამსწრე საზოგადოებას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის უწყვეტად გაგრძელების კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ Covid-19-ის გავრცელებამ მთელ მსოფლიოში განათლების სისტემა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დააყენა და, ამავდროულად, შექმნა ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრომ წარმატებით შეძლო ახალ რეალობაზე გადაწყობა და მყისიერად გადავიდა დისტანციური სწავლებაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეთავაზებულ იქნა ონლაინ ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ფართო სპექტრი, Microsoft Teams-ში შეიქმნა ვირტუალური საკლასო ოთახები ყველა კლასისა და საგნისთვის. პირველ არხთან თანამშრომლობით მაუწყებლობა დაიწყო განათლების არხმა საგანმანათლებლო პროექტით „ტელესკოლა“, რომელიც დღესაც გრძელდება. სამინისტრომ ასევე შექმნა პროექტი „ვებსკოლა“ აბიტურიენტებისთვის, რომელიც მათ  ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია განათლების ციფრულ ტრანსფორმაციაზე და ტექნოლოგიების მზარდ როლზე. ახალგაზრდა თაობაში 21-ე საუკუნის უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით სკოლებში აქტიურად ინერგება Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამა „Minecraft Education Edition“, რომელიც სრულად პასუხებს თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომას.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში ამჟამად სწავლა ჰიბრიდული ფორმით მიმდინარეობს. მან ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის საუნივერსიტეტო ქსელის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news