This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

თამარ ქიტიაშვილი დარგობრივი უნარების გაერთიანების „აგრო დუოს“ საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

პროფესიული უნარების სააგენტოს ეფექტიანი მართვის ახალი მოდელის დანერგვის შესაძლებლობებზე და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუოს“ საქმიანობის ფორმალიზებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების მართვის ახალი შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო.

შეხვედრა ეხმიანებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს შექმნის მიზნებისა და ამოცანების წარდგენას დარგობრივი უნარების ორგანიზაციის წევრებისთვისა და „აგრო დუოს“ როლის განსაზღვრას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მარეგულირებელ დოკუმენტებთან მიმართებით. შეხვედრის ფარგლებში ასევე მოხდა „აგრო დუოს“ საქმიანობის შეფასების ანგარიშის წარდგენა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შერჩევის კრიტერიუმების ფორმირებაზე აქტიური დისკუსია.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აგრარულ პროფესიულ განათლებაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების/თვითდასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე.

ქვეყნის მასშტაბით პროფესიული განათლების რეფორმის პროცესში „აგრო დუო“ წარმოადგენს დარგობრივი უნარების პირველ გაერთიანებას, რომელიც აგრარული მიმართულებით პროფესიული განათლების მიმართულებაზეა ორიენტირებული. „აგრო დუო“ პროექტის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ფარგლებში 2019 წელს დაფუძნდა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის კოორდინაციით (GFA) საქმიანობს.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტო ორიენტირებულია, შექმნას ქვეყანაში მყარი საფუძველი პროფესიულ განათლებაში საჯარო და კერძო პარტნიორობის ხელშესაწყობად ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის კონტექსტში. სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს, რომელიც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერასა და კურსდამთავრებულების დასაქმებას.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news