This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

„სანამ ისტორია დაიწერება“ – ტელესპექტაკლის პრემიერა

24 დეკემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ტელევიზიის TAFU TV-ს ეთერსა და Facebook გვერდზე ტელესპექტაკლის „სანამ ისტორია დაიწერება“ პრემიერა გაიმართება.

„სანამ ისტორია დაიწერება“ ლიკა გლურჯიძის პიესის მიხედვით დაიდგა, რომელიც მეცნიერი ქალის – მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებას ასახავს. ტელესპექტაკლი რეჟისორების ჯგუფმა დადგა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ბერუაშვილი, ნია ჟვანია, ელენე და ნატალია ადამაშვილები, ლუკა გიგიბერია.

ლიკა გლურჯიძის პიესა კონკურსის „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“ გამარჯვებულია. კონკურსი გასულ წელს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად  ჩაატარა.

ტელეპრემიერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერების კვირეულის“ ფარგლებში იმართება. 

TAFU TV-ს Facebook გვერდი: https://www.facebook.com/TAFUTV

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news