გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი და პროფესიული განათლების დაახლოების, ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების საკითხები და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფასა და პროფესიული განათლების იმიჯის გაძლიერებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სამინისტროს წარმომადგენლები და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები.

LATEST NEWS

გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.ბაია კვიციანმა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვალევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
All news