This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროფესიული სტუდენტების მონაწილეობით კულინარიული კონკურსი გაიმართა

პროფესიული კვალიფიკაციების გაძლიერებისა და სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მედიისა და ტელეხელოვნების პროფესიული კოლეჯისა და კოლეჯ „იკაროსის“ ერთობლივი ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა.

კონკურსის ფარგლებში რეალურ სამზარეულო გარემოში საქართველოს შვიდი პროფესიული კოლეჯის კულინარიული პროგრამის სტუდენტებმა საახალწლო კერძები მოამზადეს. პროცესის გადაღებასა და გაშუქებაში კი მონაწილეობა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 7 პროგრამის (ტელერეჟისორები, ვიდეოოპერატორები, მემონტაჟეები, გრაფიკოსები, ფოტოგრაფები,  რეპორტიორები და ტელეწამყვანები) სტუდენტებმა მიიღეს.

კონკურსანტების შეფასებაში ჟიურის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.

ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილის მფლობელი კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტი ნანა ნანავა გახდა.  კონკურსის ყველა მონაწილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news