This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სკოლის შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

 პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო სამსართულიანი კორპუსის, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და ეზოს სრული რეაბილიტაცია: გარემონტდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, მოეწყო სარეკრეაციო სივრცე და სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინაშაურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა და მისი  ღირებულება  337 ათას ლარზე მეტია.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news