This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პენიტენციური დაწესებულებების არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის ლექციები ჩატარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ბენეფიციარი მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები ჩატარდა. პროექტი სამეცნიერო თემატიკის კუთხით მოზარდთა ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები თბილისის N8, თბილისის N11 და ქუთაისის N2 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებებში ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის თხუთმეტი ლექცია ჩატარდა, რომლებსაც სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა მეცნიერების მიერ მოზარდებისთვის სამეცნიერო დარგების, მათ შორის ისტორიის, არქეოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვ. საფუძვლების გაცნობას. ლექციები ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდა და არასრულწლოვნებს მათთვის საინტერესო თემების განხილვის შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების პოპულარიზაციას პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებთან მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს. ამ მიმართულებით  არაერთი მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news