This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, შემუშავდა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგია, რომლის წარდგენა და საჯარო განხილვა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

მეთოდოლოგია, რომლის მიზანია საქართველოს პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მოდერნიზაცია და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით შემუშავდა. მეთოდოლოგია ეფუძნება როგორც ქვეყანაში დღემდე არსებულ გამოცდილებას, ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. მნიშვნელოვანია, რომ მეთოდოლოგიის ფარგლებში, სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების რეალური გზებია შემუშავებული.

ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ლიდია ქრისტმანმა მიიღეს.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის მეთოდოლოგიის შემუშავებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პროფესიული განათლების რეფორმის გზაზე.

„არსებითი მნიშვნელობისაა, რომ კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის მეთოდოლოგია პასუხობდეს ამჟამინდელ საჭიროებებს და იძლეოდეს გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობას. ახალი მეთოდოლოგია ითვალისწინებს რა საერთაშორისო პრაქტიკას, ადგილობრივ გამოცდილებასა და საჭიროებებს, იძლევა დამსაქმებელთა სისტემური ჩართვის შესაძლებლობას კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის პროცესში. ეს ქმნის მყარ საფუძველს შრომის ბაზრისათვის საჭირო პროგრამების შექმნისა და კვალიფიკაციების განვითარების პროცესის ერთიანი სისტემური მიდგომით წარმართვისათვის“, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროფესიული კვალიფიკაციების ფორმირების ზოგადი პრინციპების დაზუსტების მიმართულებით ახალი მეთოდოლოგია მოიაზრებს დარგობრივი რუკების შემუშავებასა და გამოყენებას კვალიფიკაციებზე მუშაობის პროცესში. პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შინაარსისა და სტრუქტურის სრულყოფისთვის, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისთვის მეთოდოლოგიით გათვალისწინებულია ახალი ველების დამატება, როგორებიცაა: ზოგადი უნარები, დამოკიდებულებები, შესაძლებლობები, სამუშაო კონტექსტი, სტილი, ღირებულებები, ინტერესები.

მეთოდოლოგია უზრუნველყოფს განათლების მიწოდებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის მჭიდრო კავშირს. მეთოდოლოგიის დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზრდება კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა პროცესებში, გაიმართება პროფესიისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებზე მუშაობის პროცესები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას და გააუმჯობესებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს.

პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შესაბამისი პასუხისმგებელი სამინისტროებისა და GIZ-ის მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით.

LATEST NEWS

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
All news