This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

ახლად აშენებული სკოლის გახსნის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველ მოადგილესთან გიორგი ცაბაძესთან, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

მინისტრის მოადგილემ სასკოლო ინფრასტრუქტურა მოინახულა და ჰერეთისკარის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა პირადად მიულოცა. როგორც ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, 2026 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

სოფელ ჰერეთისკარის ახალი საჯარო სკოლის შენობა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილმოეწყო კლას-კაბინეტები,  საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია,  ექიმის კაბინეტი, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზო. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემები.

სკოლის მშენებლობა, რომლის ღირებულება ჯამში 2.5 მილიონი ლარია ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სოფელ ჰერეთისკარის ახლად აშენებული სკოლა ყველა საჭირო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით სრულად აღჭურვა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news