This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის წევრებმა 9 აპრილის  მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილი ჩვენი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ზუსტად 33 წლის წინ ჩვენმა თანამემამულეებმა გმირობისა და თავდადების ისტორიული მაგალითი გვაჩვენეს – საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე მდგომი ახალგაზრდები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. სწორედ ამიტომ, ამ თარიღს დიდი ტრაგიზმითა და, ამავდროულად, უდიდესი სიამაყით აღვნიშნავთ.

1989 წლის 9 აპრილს ქართველებმა უარი თქვეს ტოტალიტარულ რეჟიმზე, აირჩიეს თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უმთავრეს მიზნად დაისახეს. ეს პროცესი დღემდე შეუქცევადია და ჩვენი ქვეყანა მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს  ევროინტეგრაციისკენ სვლას.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლისთვის!“.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news