This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის  დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციის, ტერმინოლოგიის, ენობრივი ტექნოლოგიებისა და რესურსების შექმნასა და განვითარებას, ქართული და ქართველური, ასევე, ეთნიკური უმცირესობების ენების კვლევისა და დოკუმენტირების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ კონკურსი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან ქართული ენის მკვლევრებთან ერთად მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ.

კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 240 000 ლარს შეადგენს და სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შექმნილ 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებთან. 

სახელმწიფო ენის სტრატეგიის ძირითადი მიზანია სახელმწიფო ენის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ მიზნის განსახორციელებლად კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განისაზღვრა: ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა; ქართული სალიტერატურო ენის ნორმების რეგულარული განახლება და დანერგვა; ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების ხელშეწყობა  ფორმალური და არაფორმალური განათლების ყველა დონეზე; ქართველური ენებისა და აფხაზურის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერა.

 

 

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news