This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

სპორტის 145 მასწავლებელს ხელბურთის სკოლის მასწავლებლის კატეგორია მიენიჭა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ხელბურთის ფედერაციის თანამშრომლობით სასკოლო ხელბურთის პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში, არაფორმალური განათლების სახით, მისი ინტეგრირების ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში თბილისის სკოლების სპორტის მასწავლებლებმა, სასკოლო ხელბურთის მოდულის მიხედვით, გადამზადების კურსი გაიარეს, რის შემდეგაც მათ „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია ოფიციალურად მიენიჭათ. კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები პედაგოგებს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა გადასცეს.

სასკოლო ხელბურთის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პროგრამაში, დედაქალაქის სკოლების გარდა, ჩართულია მცხეთის, დუშეთის, ჟინვალის, რუსთავის, ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ზესტაფონის საჯარო სკოლები. აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სპორტის 145 მასწავლებელს, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, „ხელბურთის სკოლის მასწავლებლის“ კატეგორია და სერტიფიკატი მიენიჭათ. შედეგად, მათ უფლება მიეცათ, გაუძღვნენ ხელბურთის სასკოლო წრეებს.

პროგრამის ფარგლებში სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარითაც აღიჭურვა. კერძოდ, პროგრამაში ჩართულ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებს მინი ხელბურთის კარები, ბურთები და ასევე მეთოდური ლიტერატურაც გადაეცათ. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლებში ამოქმედდა უფასო გამაჯანსაღებელი წრეები.

მომავალი სასწავლო წლისთვის  იგეგმება პროგრამის მასშტაბების გაზრდა და მისი დანერგვა საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news