This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო.

მიხეილ ჩხენკელი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ღვაწლმოსილი მეცნიერის, აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ბატონი ვახტანგი ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში თითქმის 60  წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. სწორედ მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომით მან უმნიშვნელოვანეს შედეგებს მიაღწია ფუნქციათა თეორიასა და ფუნქციონალურ ანალიზში.

ბატონი ვახტანგ კოკილაშვილი გახლდათ 270-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 9 მონოგრაფიის ავტორი, იყო მსოფლიო მათემატიკოსთა კონგრესის (ICM 2014) რეგიონული ელჩი და არაერთი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.

ის ასევე ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და სტუდენტების საყვარელი ლექტორი გახლდათ.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. აკადემიკოს ვახტანგ კოკილაშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია სამეცნიერო საზოგადოებისათვის.“

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news