This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი „განათლების მსოფლიო ფორუმში“ იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.

ფორუმის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრა გამართა  Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტთან განათლების საკითხებში რიკ ჰერმანთან, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Microsoft-ის განათლების მიმართულების გენერალურ მენეჯერთან მარკ ისტთან და Microsoft-ის ციფრული ტრანსფორმაციისა და უნარების განვითარების დირექტორთან ალექსა ჯოისთან.

მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლების სისტემისთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს სკოლებში Microsoft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის გაფართოების საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის პილოტირება წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს  ჩართვის შესაძლებლობებს და ამ კუთხით ელექტრონული სპორტის მიმართულების ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების ყველა საფეხურზე სწავლის პროცესში  ტექნოლოგიების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

თავის მხრივ,  Microsoft-ის წარმომადგენლებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს მინისტრს და კვლავაც დაადასტურეს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი  ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news