This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მიხეილ ჩხენკელმა განათლების საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი (მინისტრი) და მისი მოადგილე საქართველოში მოიწვია.

ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ სხვადასხვა ქვეყნის განათლების 112 მინისტრი იღებს მონაწილეობას. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ განათლების სფეროში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს დელეგაციის ლონდონში ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news