This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

2022 წელს პირველად აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგები მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მათ არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ პირდაპირ აისახება სახელფასო ანაზღაურებაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან სოფიო გორგოძესთან ერთად აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისთვის გამოცდის მიმდინარეობას N117-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში გაეცნო. თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდაზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს.

ხაზგასასმელია, რომ ქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა გამოცდისაგან განსხვავებით არაქართულენოვან პედაგოგებს მშობლიური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ, რაც მათ სხვა პედაგოგებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა. თუმცა, სამინისტროს ძალისხმევით საკითხი მთლიანად მოგვარდა და შედეგად, ყველა საგანჩაბარებული მასწავლებელი შეიცვლის სტატუსს, რაც მათი ხელფასის გაზრდასაც განაპირობებს.

აზერბაიჯანულ ენას საგამოცდო ცენტრებში წელს 380-მდე მასწავლებელი ჩააბარებს. მათ გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლებათ იმ შემთხვევაში, თუ დააგროვებენ მაქსიმალური ქულის (70 ქულა) 60%-ზე მეტს (43 ქულა).

აზერბაიჯანული და სომხური ენების პედაგოგთა საგნის გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კი შემუშავდა მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგმოდულები როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგმოდულების მიზანია მასწავლებლები გაეცნონ აზერბაიჯანული/სომხური ენის საგნობრივი გამოცდის სტრუქტურასა და ტექნიკებს, მოახდინონ აზერბაიჯანული/სომხური ენის სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი და მეთოდური ცოდნის მობილიზება, მასწავლებლები გაეცნონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უმცირესობათა ენების სტანდარტს.

აზერბაიჯანელი პედაგოგების შემდეგ, 20 ივლისს გამოცდას სომხურენოვანი პედაგოგები ჩააბარებენ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news