This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით სტუდენტებისთვის „მწვანე სტიპენდიები“ დაწესდება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას ისეთი დეფიციტური სფეროების მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსმცოდნეობა, ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა, გეოლოგიია, ჰიდროლოგიია, გარემოსდაცვის ტექნოლოგიიები, აგრონომიია და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული სფეროების მიხედვით უნივერსიტეტებში განვითარდება უკვე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთანავე, იგეგმება ამ მიმართულებით სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წახალისება  სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელებაში. 

თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული სფეროების სამაგისტრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „მწვანე სტიპენდიები“, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ დაგროვილი ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ სხვადასხვა უწყებებში.

მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში, მემორანდუმით  განსაზღვრულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დეფიციტური სფეროების თემატიკაზე საგრანტო კონკურსებისა და კვლევების წახალისება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიის მიმართულებებით.  

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news