This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID საქართველოს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს. 

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროგრამებს ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად, პედაგოგებისთვის შეიმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგს, აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო რესურსებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერებასაც, რაც, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID საქართველოსთან ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას.

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news