This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში  გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.

გამოცდა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მაღალი ხარისხის ინტერნეტით აღჭურვილ საგამოცდო სივრცეში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას სპეციალურად გადამზადებული დამკვირვებლები უწევდნენ ზედამხედველობას, რომელთა შერჩევაშიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უკრაინის საელჩო.

გამოცდა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მათემატიკის, ისტორიისა და უკრაინული ენის საკითხებს მოიცავდა. ტესტირებაში მონაწილეობა 64-მა უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო.  

უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს სწავლას.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news