This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო:

  • იმყოფებოდნენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
  • იმყოფებოდნენ საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
  • იმყოფებოდნენ საკარანტინო ზონაში;
  • იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • იმყოფებოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

შესაძლებლობა აქვთ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში (მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეც. ტურები, დაწესებულების შიდა ტესტირება, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევები, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საბაზო ზოგადი უნარების ტესტი და ა.შ), ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news