This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის“ სამიტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრებს შორის არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ „განათლების ტრანსფორმაციის მაღალი დონის სამიტის“ გახსნაში. ღონისძიება გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტზე“ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით, პირველად გაიმართა. მაღალი რანგის სამიტში გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე განათლების ტრანსფორმაციის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს.

გაეროს გენერალური მდივნის მიერ „განათლების ტრანსფორმაციის სამიტის“ ჩატარება გლობალურ დონეზე განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას ემსახურება, რომელმაც პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. მაღალი დონის სამიტის მიზანია განათლების ტრანსფორმაციაში ქვეყნების მთავრობების მიერ  ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების აღება და განათლების გარდაქმნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდა.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news