This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

დიასპორის მოსწავლეებისთვის კონკურსი „ქართული ანბანის ელჩები“ გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული დიასპორის მოსწავლეებისათვის აცხადებს კონკურსს – „ქართული ანბანის ელჩები“.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს, რომლებიც საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იღებენ განათლებას.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში ქართული ანბანის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ ქართულ ანბანს სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით და დააინტერესონ უცხოელი თანატოლები ქართული ენითა და ანბანით. საკონკურსოდ განიხილება აღნიშნული აქტივობების ამსახველი ვიდეორგოლი, რომელიც საკონკურსო განაცხადთან ერთად (იხ. ფორმა N1) კონკურსანტმა 29 ნოემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

კონკურსანტების ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური, რომელიც დეკემბრის ბოლოს, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, გამოავლენს სამ გამარჯვებულს – I, II და III ადგილების მფლობელებს. გარდა ამისა, თითოეული საკონკურსო ნამუშევარი განთავსდება კონკურსის Facebook-ის გვერდზე (იხ. ბმული), სადაც ხმათა უმრავლესობით (ე.წ. „მოწონებების“ რაოდენობის მიხედვით) ხალხის რჩეული ვიდეორგოლი გამოვლინდება. 

კონკურსის „ქართული ანბანის ელჩები“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონკურსის დებულება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news