This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეორე ეტაპი იწყება.

14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ჩასარიცხად დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მსურველებს საშუალება აქვთ, პორტალზე vet.emis.ge გაეცნონ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც დარჩენილია ადგილები და აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება.

რეგისტრაციისას გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • აპლიკანტი იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც შერჩევა ხორციელდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით,  ირჩევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის ძირითად ეტაპზე გავლილი აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება და გადალახული აქვს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი ხელახლა გადის პროგრამისთვის განსაზღვრულ შერჩევის ეტაპს და მონაწილეობს კონკურსში. ამასთან, აპლიკანტს შეუძლია, აირჩიოს სრულიად განსხვავებული პროგრამა, რომელიც არ ჰქონდა მონიშნული შერჩევის ძირითად ეტაპზე.
  • აპლიკანტს შეუძლია აირჩიოს იგივე პროგრამა, რომელიც მონიშნული ჰქონდა შერჩევის ძირითად ეტაპზე, იმის მიუხედავად, მონაწილეობდა თუ არა შერჩევის პროცესში და გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ამასთან, თუ აპლიკანტმა შერჩევის ძირითად ეტაპზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ვერ მოიპოვა სტუდენტის სტატუსი, მას შეუძლია, კონკურსში ჩაერთოს უკვე მიღებული შეფასების შედეგით ან მოითხოვოს შერჩევის პროცესში განმეორებით ჩართვა, შედეგის გაუმჯობესების მიზნით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ პორტალს –  vet.emis.ge.

პროგრამებზე შერჩევის პროცესი გაგრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო შერჩევის შედეგები აპლიკანტებს 31 ოქტომბერს ეცნობებათ. ამის შემდეგ აპლიკანტი, რომელსაც არჩეული აქვს ერთზე მეტი პროგრამა, ვალდებულია, მონიშნოს რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამებიდან ერთ-ერთი, რეიტინგულ სიაში მისი ადგილისა და ინტერესების გათვალისწინებით.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news