This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ვალერიან გობრონიძემ პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

საქართველოს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „მერმისს“ ესტუმრა, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული  სასწავლო წელი უსურვა.

პირველკურსელებთან შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ პროფესიულ განათლებაში არსებულ პერსპექტივებსა და ფართო შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კოლეჯები მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღებას სთავაზობენ, რაც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გახდნენ კონკურენტუნარიანები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს შრომის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს კოლეჯ „მერმისის“ 20 საგანმანათლებლო პროგრამაზე 2 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის 151 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი. შესარჩევი კონკურსის შედეგად, კი კოლეჯში სწავლა 500-ზე მეტმა სტუდენტმა დაიწყო. „მერმისში“ წელს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია – კულინარია, სამკერვალო საქმე, თმის სტილისტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები.

კოლეჯი „მერმისი“ სტუდენტებს  თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზასა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აღჭურვილ ლაბორატორიებს სთავაზობს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები განახორციელონ ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით.

მიმდინარე წელს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია მაისში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, აპლიკანტთა უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა და გამოცხადებულ 17 000 ადგილზე 24 500-მდე პირი დარეგისტრირდა.

მოგეხსენებათ, 2021 წლიდან, ამოქმედდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი. შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდა საჯარო და კერძო კოლეჯებში სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესი და მათთვის გამარტივდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კერძოდ, ერთ პლატფორმაზე განთავსდა ყველა იმ დაწესებულებისა და პროგრამების ჩამონათვალი, სადაც გამოცხადებული იყო სტუდენტთა მიღება.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news