This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 16  დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირება ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

2020 წელს გამოცხადებული დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული პირები ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებენ.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge.

დირექტორობის მსურველებს საშუალება აქვთ, ვებგვერდზე https://el.ge ვებინარის სახით მიიღონ კონსულტაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სერტიფიცირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონკრეტული შეკითხვები გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news