This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.

მინისტრმა ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობით ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.

საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.

თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მხარეებს შორის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩუიბინ ჩენი ესწრებოდა.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news