This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს.

მიხეილ ჩხენკელი: „მთელი გულით ვულოცავ ჩემს ალმა-მატერს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოჩენილი ქართველი მეცნიერები ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარეს საფუძველი – დააარსეს ევროპული სტანდარტების მქონე ეროვნული უნივერსიტეტი.  სწორედ 8 თებერვალს, დიდი ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სამხრეთ კავკასიაში დაფუძნდა პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც რეგიონში განათლების მთავარ კერად იქცა.

დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვით, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობების განათლების საქმეში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გუნდი და პირადად მე, ყოველთვის ვდგავართ უნივერსიტეტის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მას ისტორიული მისიის შესრულებაში.

კიდევ ერთხელ, სრულიად საზოგადოებას ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. მჯერა, რომ უნივერსიტეტის წიაღში კვლავაც აღიზრდებიან თაობები, რომლებიც  საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანენ“.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news