This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილთან ერთად, მიიღო.

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მეცნიერ ქალებს აღნიშნული თარიღი მიულოცა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ქალ მეცნიერებს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მათ მეცნიერების განვითარების საქმეში შეიტანეს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ჰყავს არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი, რომელმაც ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალჯერ ასახელა.

საუბრის დასასრულს ნუნუ მიცკევიჩმა ქალ მეცნიერებს მადლობის სიგელები გადასცა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილმა, თბილისის საკრებულოს წევრებმა, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ნუნუ მიცკევიჩმა და თინათინ ნიბლოშვილმა ქართველი მეცნიერების მხარდაჭერის კუთხით განსახორციელებელი ინიციატივები და პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

11 თებერვალი გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ 2015 წელს  გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალების თანასწორი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news