This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ხელმძღვანელობდა.  

 

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.

 

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მიღწევები, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.  

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  სან დიეგოს უნივერსიტეტი – საქართველოსა და სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს – შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგია არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და განხორციელებული პროექტი.

 

საუბარი ასევე შეეხო სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის გაფართოების მზაობა გამოხატეს.

 

მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორებს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news