This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

ნოდარ პაპუკაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე დამსწრე საზოგადოებას და ცენტრის წარმომადგენლებს მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მართლაც არის ქვეყნის იდენტობის მაჩვენებელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა‘‘ 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და ის ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს –კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილეს  და ათონის ქართველთა მონასტერის, ივირონის დაარსებიდან 1040 წლისთავს.

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წლის 30 ივნისს პროფესორ ილია აბულაძის ინიციატივით დაარსდა. იგი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news