This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასრულების ეტაპზეა

წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, სოფიო გორგოძესთან ერთად პირადად გაეცნო.

როგორც გელა გელაძემ აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება და ყველა საგამოცდო ცენტრის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის პროცესი გეგმით განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, აპლიკანტებს  ყველა პირობას უქმნის, რომ გამოცდები მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

საგამოცდო ცენტრებში მიმდინარეობს ვიდეოკამერებისა და ელექტრო ქსელის მონტაჟი და, აგრეთვე, კომპიუტერების განთავსება. სპეციალური პროგრამები უკვე ჩაწერილია ლეპტოპებში, ამობეჭდილია პასუხების ფურცლები და დამხმარე მასალები, გამზადებულია შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლებიც. თითოეული ცენტრი უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისებით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურითა და საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელი დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

აღსანიშნავია, რომ გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, გელა გელაძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სპეციალურად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა უწყების თანამშრომლები არიან წარმოდგენილნი.

საორგანიზაციო ჯგუფი შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში მართავს, რათა საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით ხარვეზების გარეშე, მაქსიმალურად კომფორტულ საგანმანათლებლო გარემოში წარიმართოს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news