This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გოირგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს

გიორგი ამილახვარი:  „დღეს, 30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წელი შესრულდა. მსურს, ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ცენტრის თანამშრომლებს, ქართველ მეცნიერ-მკვლევრებსა და სრულიად საზოგადოებას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომელიც უძველესი ხელნაწერი წიგნების და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში, მრავალი წელია ზრუნავს ჩვენი უნიკალური ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და მომავალშიც მხარს დავუჭერთ ცენტრს როგორც არსებული პროექტების განვითარებაში, ასევე, ახალი და ინოვაციური ინიციატივების განხორციელებაში.

მოხარული ვარ, რომ 65 წლის იუბილეს ცენტრი მასშტაბური ღონისძიებით ხვდება და მისი ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“ იმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროპის წამყვანი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები იღებენ.

სიმბოლურია, რომ წელს, ცენტრის იუბილესთან ერთად, ათონის ქართველთა მონასტრის – 1040 წლისთავსაც აღვნიშნავთ. ამ ორი თარიღის დაკავშირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამფუძნებლების ეროვნული, სამეცნიერო პრინციპები ძალიან ახლოს იდგა ივირონის მწიგნობრული სკოლის წარმომადგენლების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებთან. სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ივირონის მონასტერში შექმნილი ქართული ხელნაწერების კოლექციის გამოფენა გაიმართება და სტუმრებს საშუალება ექნებათ X-XI საუკუნეებში შექმნილ უნიკალურ ხელნაწერებს გაეცნონ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მინდა, ცენტრის თანამშრომლების მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, რომ დღემდე ასე ერთგულად ემსახურებიან საქართველოსთვის საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!“

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news