This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრისა და ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ განათლების რეფორმის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა ის ორგანიზაცია და ექსპერტი, რომლებიც მრავალი წელია განათლების სექტორში მოღვაწეობენ და ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მხარეებმა სკოლების ავტონომიურობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწა, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. განათლების კოალიციის წარმომადგენლებმა გიორგი ამილახვარს აღნიშნული საკითხების შესახებ საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიარეს.

თავის მხრივ, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი  განათლების  განვითარების კუთხით სამინისტროში მიმდინარე პროცესები გააცნო და რეფორმის განხორციელების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news