This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ხელმძღვანელთან სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“-ისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ბუდაპეშტში ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“-ისა და ფონდთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს და სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული პარტნიორობის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს სწორედ “Stipendium Hungaricum“-ის გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს უნგრეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მინისტრმა ხაზი გაუსვა “Stipendium Hungaricum“-ის  პროგრამის შესახებ ქართველი აპლიკანტების მაქსიმალურად ინფორმირების მნიშვნელობას, პროგრამის ჯამური ბიუჯეტისა და ადგილების რაოდენობის შესახებ.

შეხვედრაზე გიორგი ამილახვარმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო Erasmus+ პროგრამის ასოცირებული  ქვეყნის წევრობისთვის აქტიურად ემზადება და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ფონდის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

თავის მხრივ, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებმა ქართველი სტუდენტებისთვის  მრავალფეროვანი მხარდამჭერი პროგრამების შესათავაზებლად მუშაობის მზაობა გამოთქვეს. გარდა ამისა, ფონდი, Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს არსებული და სამომავლო შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news