This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ამჟამად, მინისტრის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საბჭოს შეხვედრაზე მინისტრმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამები, უცხოელ სტუდენტთა ჩარიცხვის მექანიზმები, სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიები, საერთაშორისო ერთობლივი პროგრამებისა და აკრედიტაციების მხარდამჭერი მექანიზმები, დისტანციური განათლების აღიარების საკითხები და სხვა.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრისას განხილული საკითხების მოგვარების გზებზეც ისაუბრა და უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის დასასრულს საბჭოს წევრებმა კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა მიიღეს.

მინისტრის ინიციატივით, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, რექტორთა საბჭოს ფორმატში უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news