This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, კერძოდ, იმსჯელეს საქართველოში „ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო პროექტის“ განხორციელების მნიშვნელობაზე, რომელიც თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური კლასის შექმნას ითვალისწინებს.

 

პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ნოდარ პაპუკაშვილმა და კორეის რესპუბლიკის განათლების ვიცე-მინისტრმა, ჯანგ სანგ-იუნმა მოაწერეს.

 

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების განვითარების კუთხით კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

აღსანიშნავია, რომ  2024 წლის „ინოვაციური ICT ინტეგრირებული საკლასო პროექტის (Innovative ICT-Integrated Classroom Project)“ ფარგლებში საქართველო ოფიციალურად შეირჩა კანდიდატ ქვეყნად. მხარეების შეთანხმების საფუძველზე უკვე შერჩეულია თელავის ერეკლე მეორის სახელობის პირველი საჯარო სკოლა, რომელიც პროექტში აქტიურად ჩაერთვება.

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news