This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა პაველ ჰერჩინსკისთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 

მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოსთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

 

შეხვედრის მონაწილეებმა, სკოლის ინფრასტრუქტურასთან ერთად, სასწავლო პროცესის განხორციელების საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო კონკრეტულ გეგმებს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ 2024-2025 სასწავლო წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულმა სკოლამ მოსწავლეების პირველი ნაკადი მიიღოს.

 

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მშენებლობა თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შენობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. 26,090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. სკოლის კომპლექსის დიზაინი, თავისი მრავალფეროვანი და მოქნილი სასწავლო გარემოთი, საქართველოში სკოლების თანამედროვე დიზაინის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს უამრავ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.

 

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news