This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან თანამშრომლობისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან ,,განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ“ თანამშრომლობისთვის. სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი დაბა სტეფანწმინდის და მისგან ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.

 

თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2024-2026 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და გაგზავნეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე საირმის ქუჩა 118, თბილისი, 0125 ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე [email protected]

 

მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში, საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში, ან ვებგვერდზე:

https://www.peacecorps.gov/georgia/ask-for-a-volunteer/ 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

· ასმათ სიხარულიძე

განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის მენეჯერი

ტელ: 595906444;

· ია გელაშვილი

განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის მენეჯერი

ტელ: 595950406;

· ნინო ფიროსმანიშვილი

განათლება და ზრდა მომავლისთვის პროგრამის სპეციალისტი

ტელ: 595027979;

მოიწონეთ მშვიდობის კორპუსის ფეისბუქ გვერდი Peace Corps Georgia

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news