This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარი აზიის განვითარების ბანკის ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის ბანკის (ADB) ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორთან სოფია შაკილთან. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.

გიორგი ამილახვარმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვებიც გააცნო და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის საქართველოს ოფისის დირექტორი ლესლი ბიერმან ლამი და მისი მოადგილე კამელ ბუჰმადი ესწრებოდნენ.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news