This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარმა როლანდ პრაისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს. მისი თქმით, არაერთი მასშტაბური ერთობლივი პროექტის განხორციელებით საქართველოს განათლების სისტემის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ერთობლივი პროექტები - „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“, რომლებიც განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრის დასასრულს გიორგი ამილახვარმა მსოფლიო ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news