This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან სერ სტივ სმიტთან შეხვედრა გამართა

ედინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან, სერ სტივ სმიტთან.

მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, ერთობლივი და ორმაგი აკადემიური პროგრამების განხორციელების გზით.

გიორგი ამილახვარმა სერ სტივ სმიტს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს ხედვა გააცნო, რომელიც ორიენტირებულია, უცხოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებაზე.

მინისტრმა საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოში ბრიტანული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით უმაღლესი განათლების განხორციელებას.

უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა სერ სტივ სმიტმა საქართველოსთან თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა და მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, ედინბურგში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით ''Going Global 2023''.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news