This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო, რომელიც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და ამასთან ის ხელს უწყობს უნივერსიტეტებში აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი საგრანტო პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შევქმნათ რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. უკვე გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში და მას განსხვავებული, ინტერნაციონალიზაციაზე ფოკუსირებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ, ის მოიცავს ერთობლივი პროგრამების შექმნისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მხარდაჭერას,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიზნით, შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსები, რომლებიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. ამასთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news