This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ეროვნული გამოცდების ტესტების იტალიურ ენაზე შემუშავების შესახებ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს როგორებიცაა – უმაღლესი განათლების კუთხით პარტნიორობის გაღრმავება, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.

 

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news