This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა ახალი პროექტის – ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი ინოვაციური პლატფორმის – ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა.

გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალგაზრდული კლუბის პროექტი, რომელიც, სამართლებრივი ცნობიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ უფრო გაამარტივებს და მეტად კოორდინირებულს გახდის ახალგაზრდებთან კომუნიკაციას.

მინისტრის თქმით, დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაზე. ამის ნათელი მაგალითია ახალი მასშტაბური პროექტი, „კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განახორციელებს.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, სტაჟირების პროგრამასთან ერთად, ახალგაზრდული კლუბის პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში ახალგაზრდების დასაქმების ზრდას, შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით მოხდება სასურველი მიზნების მიღწევა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული კლუბის „YOUTHTITIA“ მთავარ მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის სამართლებრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების ხელშეწყობა. პლატფორმა, გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს მიერ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებასა და ახალგაზრდებთან თემატური შეხვედრების ჩატარებას.

პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ იუსტიციის სამინისტროს მისიას, მიზნებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, სერვისებს და სხვა მათთვის საინტერესო თემებს. შემდგომ ეტაპებზე – გაიმართება თემატური დისკუსიები, სემინარები და კონფერენციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე; მოეწყობა დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები; გაანალიზდება არსებული სამართლებრივი გამოწვევები და სამომავლო გეგმები; განხორციელდება თანამედროვე სამართლებრივი ტენდენციების კვლევები; გენერირდება ახალი იდეები და ინოვაციები.

ახალგაზრდული კლუბის პირველ ნაკადში შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news