This site is running in test mode for one month. Content may be incomplete or inaccurate.

გიორგი ამილახვარმა მორიგი შეხვედრა მასწავლებლებთან ქალაქ რუსთავში გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს.

მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა ქალაქ რუსთავში გამართა, რომელშიც მონაწილეობა 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავებას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საგნობრივი სტანდარტების განახლებას, სახელმძღვანელოების გადახედვას, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსახორციელებელ ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

მასწავლებლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა.

 

LATEST NEWS

ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საბურთალოს რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.გივი მიქანაძემ უნივერსიტეტების რექტორებთან პროფესიული განათლების განვითარების საკითხები განიხილასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა იმ უნივერსიტეტების რექტორებთან, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ.გივი მიქანაძემ თელავში მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობაქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა.
All news